ზაქარია ქუცნაშვილი: დიპლომატიური ქაჯობაა, როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა დაგყავს პერსონაზე

დიპლომატიური ქაჯობაა, როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა დაგყავს პერსონაზე და იმ პერსონის დონეზე, რომელსაც ომში არ აქვს მონაწილეობა მიღებული და „ფეიკნიუსებით“ და დიპლომატიური ქაჯობით არ უნდა მოვაჩვენოთ თავი საზოგადოებას – ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. ქუცნაშვილი პარლამენტში მომხდარ დღევანდელ ინციდენტსა და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
„როცა ამ ორგანიზაციის არჩეული პრეზიდენტი არის რუსეთი, შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს გარდა იმისა, რომ მიიღო მასში მონაწილეობა და დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები. მადლობასაც გადაგვიხდიან, აღიარებასაც წაიღებენ უკან, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე არ მაქვს უფლება, კომფორტი ან დისკომფორტი განვიცადო, პოლიტიკოსმა ამით რომ იხელმძღვანელოს, ის არ არის ეროვნული პოლიტიკოსი. დიახ, საქართველოს ინტერესშია ის, რაც ხდება, რადგან ჩვენ ვალდებული ვართ არაღიარების პოლიტიკა გავამყაროთ“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიხსნა, სადაც სიტყვით რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი გამოვიდა. აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა და რამდენიმე მათგანმა დღეს პარლამენტის თავმჯოდმარეს ადგილის პიკეტირება მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები