ელენე ხოშტარია: პარლამენტში დასვეს ჩვენ წინააღმდეგ მეომარი რუსი, არ დავუშვებთ ამ დარბაზში გავრილოვის ყოფნას

“პარლამენტში დასვეს ჩვენ წინააღმდეგ მეომარი რუსი, არ დავუშვებთ ამ დარბაზში​ გავრილოვის ყოფნას”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ის და პარტიის სხვა წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან პროტესტის გამოსახატად მივიდნენ, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია ტარდება. დეპუტატის თქმით, ისინი რუსი დეპუტატს, სერგეი გავრილოვს სხდომათა დარბაზში არ შეუშვებენ.
„საქართველოში ჩამოიყვანეს და პარლამენტში დასვეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეომარი რუსი, არავინ დაუშვებს ამ დარბაზში​ გავრილოვის ყოფნას. აქ ჩვენ მას ფიზიკურად არ შემოვუშვებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.
ამ წუთებში, სესიაზე ხანმოკლე შესვენებაა გამოცხადებული, ასამბლეის მონაწილე დელეგატები ფოიეში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში უძღვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები