გიორგი კანდელაკი რუს დეპუტატზე: ეს ადამიანი მონაწილეობდა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ ომში

ეს ადამიანი მონაწილეობდა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ ომში. მაშინ, როდესაც სოხუმი იბომბებოდა, როდესაც ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა აფხაზეთში, როცა სვანეთის უღელტეხილებზე ბავშვები იყინებოდნენ, ეს პიროვნება იყო იქ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა პარლამენტში განაცხადა.
„მისი შემოშვება არის „ქართული ოცნების“ საეტაპო განაცხადი, რადგან ეს ადამიანი მონაწილეობდა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ ომში. მაშინ, როდესაც სოხუმი იბომბებოდა, როდესაც ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა აფხაზეთში, როცა სვანეთის უღელტეხილებზე ბავშვები იყინებოდნენ, ეს პიროვნება იყო იქ და ამ პიროვნების აქ შემოშვება არის მართლა საეტაპო სიგნალი, საით ექაჩება „ქართული ოცნება“ საქართველოს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია დღეს საქართველოს პარლამენტში გაგრძელდა. სხდომას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები