ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის სკამს იცავენ – „გავრილოვი აქ ვერ შემოვა“

“ევროპული საქართველოსა” და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის სასესიო დარბაზში დემარშით შევიდნენ. ისინი სხდომათა დარბაზში სერგეი გავრილოვის და სხვა რუსი დეპუტატების შეშვებას აპროტესტებენ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, სადაც რამდენიმე წუთის წინ სერგეი გავრილოვი იჯდა და სხდომა მიჰყავდა.
კანდელაკთან ერთად ტრიბუნაზე ავიდნენ სალომე სამადაშილი, თინა ბოკუჩავა, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია და სერგო რატიანი.
პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში რუს დეპუტატებს არ შეუშვებენ და გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების უფლებას აღარ მისცემენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები