პარლამენტში საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია სერგეი გავრილოვმა გახსნა

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს.
სხდომა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა – სერგეი გავრილოვმა გახსნა. სესიის მონაწილეებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი, ანდრეას მიხაილიდისი მიმართავს.
ასამბლეაში 25 ქვეყნის დელეგაციის 100-მდე წევრი მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას აპროტესტებს საპარლამენტო ოპოზიციაც.
​ოპოზიციის განცხადებით, სერგეი გავრილოვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ აქვს დარღვეული. ​
​კომენტარი გუშინ სერგეი გავრილოვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მას არასდროს მიუღია მონაწილეობა რამე მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე.
გენერალური ასამბლეა 21 ივნისს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები