ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ივნისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან – ოგტაი ასადოვთან, ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერმინისტრ ნოვრუზ მამადოვთანგამართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური ასამბლეის 53-ე პლენარულ სესიას დაესწრება.
პლენარული სესიის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელსაც ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავსა და „მარადიული ცეცხლის” კომპლექსს გვირგვინით შეამკობს.
​დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად ძიძიგური, მახირ დარზიევი, რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი, აზერ სულეიმანოვი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი