თამარ ჩუგოშვილი: მერჩივნა, საქართველოში არ ჩატარებულიყო ეს საპარლამენტო ასამბლეა, რადგან იქ რუსი დეპუტატებიც არიან და მათი საქართველოში აღმოჩენა სპეკულაციის საგანი გახდებოდა

მერჩივნა, საქართველოში არ ჩატარებულიყო ეს საპარლამენტო ასამბლეა, რადგან იქ არიან რუსეთის პარლამენტის წევრებიც და მათი საქართველოში აღმოჩენა სპეკულაციის საგანი გახდებოდა“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაში, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს, 20-ზე მეტი ქვენის წარმომადგენელი მონაწილეობს, ხოლო საქართველო წლებია აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობს. მმართველი პარტიის დეპუტატის განმარტავს, რომ არსებობს სხვა საპარლამენტთაშორისო ფორმატები, სადაც წარმოდგენილია როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია.

„აღნიშნული საპარლამენტთაშორისო ფორმატი არ არის ახალი, წინა ხელისუფლების დროს ფორმატს გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა. წელს მოხდა ისე, რომ ეს ანსამბლეა სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება ხოლმე, სადა რუსებიც არიან წარმოდგენილნი და ეს არ არის ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველოც არის და რუსეთიც. წლების მიხედვით, სხვადასხვა ადგილებზე ტარდება ეს საპარლამენტო ასამბლეები და წელს ტარდება საქართველოში. ჩემი პირადი აზრი რომ გითხრათ, მერჩივნა საქართველოში არ ჩატარებულიყო ეს საპარლამენტო ასამბლეა, რადგან იქ არიან რუსეთის პარლამენტის წევრებიც და მათი საქართველოში აღმოჩენა სპეკულაციის საგანი გახდებოდა და ძალიან უსიამოვნო იქნებოდა ჩვენთვის ყველასთვის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები