“სანდომი” – თქვენი საყვარელი ყველაზე ტკბილი ზღაპარი

ტკბილეულის მწარმოებელი ლიდერი კომპანია 2011 წლიდან „სანდომის“ სახელით გვხვდება ქართულ ბაზარზე, თუმცა, იქამდე ათწლიანი წარმატება იყო პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში. ინოვაციურმა ხედვამ, სიახლის ძიებამ, სწორმა  ეკონომიკურმა გათვლებმა და, რაც მთავარია, კეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ  როგორც საქმის, ისე საკუთარი მომხმარებლისადმიკომპანიასანდომიმალე აქცია ბრენდად,  რომელიც უყვართ და ენდობიან.

დროთა განმავლობაში კომპანია „სანდომი“ დგებოდა ახალ-ახალი გამოწვევეის წინაშე, რასაც ყოველთვის დიდი წარმატებით პასუხობდა. „სანდომი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის  ქართულ პროდუქტს,  რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მზადდება. კომპანია  დაარსებიდან დღემდე ამართლებს საკუთარ სახელს და მუდმივ რეჟიმში მუშაობს კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე.

კომპანიაში განსაკუთრებული აქცენტები კეთდება ბავშვებზე, ამიტომ თითოეული ახალი პროდუქტის შექმნისას სწორედ მათ გემოვნებას ითვალისწინებენ.  პატარებზე განსაკუთრებულად მზრუნველ კომპანია „სამდომის” არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე  შეხვდებით, სადაც ბავშების წასახალისებლად  „სანდომის” წარმომადგენლები საკუთარ პროდუქციას არიგებენ. “სანდომის” უპირატესობების შესახებ უფრო დაწვრილებით საკონდიტრო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, თეკლა თალაკვაძე გვესაუბრა.

 

  • თქვენი სლოგანია   „ყველაზე ტკბილი ზღაპარი“ და „სანდომის” პროდუქცია ნადვილად გვამოგზაურებს ტკბილ ზღაპარში, როგორ შეაყვარეთ თავი მომხმარებელს?

_ეს საკმაოდ დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. საკონდიტრო კომპანია “სანდომი” სამომხმარებლო ბაზარს აქტიურად 2011 წლიდან შემოუერთდა და სწორედ მომხმარებლის პროდუქციაზე დიდმა მოთხოვნამ განაპირობა წარმოების გაფართოება  და თბილისში მასშტაბური საწარმოს გახსნა. ვფიქრობ, არ ვიქნები სუბიექტური თუ აღვნიშნავ, რომ მართლაც ხარისხიან, სერთიფიცირებულ ნედლეულზე დამზადებულ და, რაც მთავარია, გემრიელ პროდუქციას ვთავაზობთ მომხმარებელს. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ “სანდომის” ასორტიმენტი გამორჩეულად მრავალფეროვანია. ჩვენი ტექნოლოგები პერიოდულად გადიან ტრენინგებსა და გადამზადების კურსებს მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან, უცვლიან ერთმანეთს გამოცდილებას. არ ვჩერდებით მიღწეულ შედეგებზე და ჩვენი კომპანია მუდმივად არის სიახლეების ძიებაში.

_როგორ იქმნება „ყველაზე ტკბილი ზღაპარი“?

_რა თქმა უნდა, “ტკბილად”  და კარგი განწყობით. “სანდომის” თითოეული პროდუქტი მზადდება გამოცდილი ტექნოლოგების მიერ  და სანამ საბოლოო სახეს მიიღებს, ბუნებრივია, გადის სხვადასხვა ეტაპს – დეგუსტაცია, დიზაინი, სახელი. ” სანდომი” გუნდურად მუშაობს და ამ პროცესში ყველა ვართ ჩართული.

_“სანდომის” რომელი პროდუქტია ყველაზე მოთხოვნადი და საყვარელი?

_ იმდენად დიდი ასორტიმენტი გვაქვს, რომ მიჭირს, ასე გამოვყო, რადგან ბევრია მოთხოვნადი. განსაკუთრებით  ფხვიერები – “ნამცეცა”, “ტვისტი”, სენდვიჩი მარმელადით, ბანანი, “დღე და ღამე”, ასევე, ვაფლის სრული ასორტიმენტი. დიდ მოწონებას იმსახურებს ჩვენი შოკოლადიანი ნაწარმიც. ასევე, პოპულარობით სარგებლობს “სანდომის” ლუქუმები, რომელიც მართლა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მალე ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ.

__”სანდომი” ცდილობს, არ ჩამორჩეს სხვადასხვა სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ღონისძიებებს, სწორედ  ერთ-ერთი ასეთი დღე იყო 3 ივნისს, როდესაც მონაწილეობდით ღონისძიებაში – „ერთი ბედნიერი დღე ბავშებს“, სადაც პატარები „სანდომმა“ თავისი ტკბილეულითა და სხვა სიურპრიზებით დაასაჩუქრა

_ტკბილეული ყველასათვის, ძირითადად, ბავშვებთან ასოცირდება და ბავშვების ბედნიერება, რა თქმა უნდა,  უმთავრესია. “‘სანდომის”  “ყველაზე ტკბილი ზღაპარი”, პირველ ყოვლისა, სწორედ მათთვის იქმნება. ვცდილობთ, არ გამოვაკლდეთ საქველმოქმედო   ღინისძიებებს   და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანების თუნდაც მცირედით გახარებაში. ერთ-ერთი ასეთი დღე იყო 3 ივნისს.  არაჩვეულებრივი ღინისძიება ჩატარდა ბავშვებისთვის, სიამოვნებით შევუერთდით „პირველი მედია ჯგუფის” მიერ ორგანიზებულ შთამბეჭდავ საღამოს, სადაც ჩვენი ტკბილეულითა და სხვა სიურპრიზებით დავასაჩუქრეთ პატარები.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები