გია ვოლსკი: არ მგონია, რომ სერგეენკო ნაკლები მნიშვნელობის თანამდებობაზე დაინიშნა
„არ მგონია, რომ დავით სერგეენკო ნაკლები მნიშვნელობის თანამდებობაზე დაინიშნა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რესურსი სჭირდება.
„არ მგონია, რომ დავით სერგეენკო ნაკლები მნიშვნელობის თანამდებობაზე დაინიშნა. ამხელა რესურსებისა და ამხელა ფინანსების მხარჯველ სისტემას ახალი რესურსები სჭირდება. დავით სერგეენკოს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უარყოფითად არანაირად ახასიათებს, პირიქით, დადებითი შეიძლება, უფრო მეტი ითქვას. დავით სერგეენკოს უშველებელი სამუშაო გამოცდილება და განათლება აქვს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დავით სერგეენკო პრემიერმინისტის მრჩევლად დაინიშნა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტი კი ეკატერინე ტიკარაძემ დაიკავა.