დავით სერგეენკო: საკადრო ცვლილების განხორციელება ჩემი ინიციატივა იყო

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, მისი ინიციატივა იყო, რომ საკადრო ცვლილება განხორციელებულიყო. როგორც მან განმარტა, ეს უკეთესი შედეგის მომტანი იქნება დაგეგმილი რეფორმებისთვის.
​როგორც მან აღნიშნა, ეკა ტიკარაძე მისი რეკომენდაციით დაინიშნა და მას 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის კუთხით მუშაობის.
„ჩვენ გარკვეული პერიოდის, რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორი იქნებოდა ოპტიმალური, რომ რეფორმების ახალი ტალღა სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ესაა ჯანდაცვის მენეჯმენტი. მე მჯერა და ეს არაა ერთჯერადი შეხედულება, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები. ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერს, ახალ ჯანდაცვის მინისტრს კი მეორე მხრივ ექნება საშუალება, თავისი ცოდნა მოახმაროს ამ რთული სისტემის მართვას“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები