აუდიტის დასკვნა: შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ვერ აკმაყოფილებს კონტროლის მოთხოვნებს

2018 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედებდა 1,526 სტომატოლოგიური დაწესებულება, – ამის შესახებ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიში სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არის მომზადებული. ანგარიშზე დღეს პარლამენტში იმსჯელეს.
დასკვნის თანახმად, სააგენტოს მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ვერ აკმაყოფილებს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს.
“ტექნიკური რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნის ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში: 2015 წელს აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულია შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 55%-ში, 2016 წელს − 48%-ში და 2017 წელს − 51%-ში. საქმიანობის დაწყების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შემოწმება შექმნის შესაძლებლობას, საწყის ეტაპზე იქნეს აღმოჩენილი არსებული ნაკლოვანებები და შესაბამისი რეაგირების პირობებში შემცირდეს დარღვევების მაჩვენებელი, რაც ხელს შეუწყობს როგორც პაციენტების უსაფრთხოებას, ასევე – იპკ-ის სისტემის ეფექტიან მართვას”, – ნათქვამია დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები