ეკა ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
​შეგახსენებთ, რომ მან დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.
ცნობისათვის, ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის, „დოსტაქარის“ დირექტორი იყო. ის საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა, როგორც მიწვეული კონსულტანტი. მანამდე მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ჯანდაცვის ახალი მინისტრი გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები