ქუთაისიდან თბილისში კიდევ ერთი პაციენტი გადმოიყვანეს – 10 წლის გოგონამ აფეთქებისას სხეულის 25 %-იანი დამწვრობა მიიღო

თბილისში, დამწვრობის ცენტრში კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისიდან კიდევ ერთი დაშავებული გადმოიყვანა. 10 წლის გოგონამ ქუთაისში მომხდარი აფეთქების შედეგად სხეულის 25-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში განუცხადეს, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მათივე ინფორმაციით, პაციენტმა აფეთქების შედეგად სახის, ზედა და ქვედა კიდურების დამწვრობა მიიღო.
10 წლის გოგონა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამავე განყოფილებაშია მოთავსებული კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც ქუთაისიდან თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, პაციენტი ხელოვნურად მართვის აპარატზეა შეერთებული. 31 წლის მამაკაცს სხეულის 70 პროცენტამდე დამწვრობა აღენიშნება.
უკვე ცნობილია, რომ ქუთაისში მომხდარ ფაქტს წინ ოჯახში ძალადობა უძღოდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109 ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ცნობისათვის, ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათ შორის 2 თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები