სასულიერო პირები: თუ ლგბტ აქტივისტები დაიწყებენ მსვლელობას, დავდგებით და არ გავატარებთ

“თუ „თბილისი პრაიდი“ გაიმართება, მასშტაბურ გამოსვლას მოვაწყობთ”, – ამის შესახებ მამა დავით ნოზაძემ და მამა ვახტანგ დავითაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც სასულიერო პირებმა აღნიშნეს, ქართველი ხალხი ლგბტ აქტივისტების მსვლელობას ვერ შეეგუება.
„აუცილებლად ვიხილავთ გამოსვლებს, თან – მასშტაბურს. ქართველი ხალხი ამას ვერ შეეგუება. ხალხი დადგება ამის წინააღმდეგ. თუ დაიწყებენ მსვლელობას, დავდგებით და არ გავატარებთ. ეს მათი უფლებების შეზღუდვაა? კი, ბატონო. სამაგიეროდ, ჩემეგან ღვთის ცნების აღიარებაა. იქ მთავრდება მაგისი უფლება, სადაც ჩემი ღირებულებებს ეხება ეს რაღაც. სადაც ისინი შეიკრიბებიან, დახურულ სივრცეში, მივალ, ვეტყვი, ვთხოვ, ასე ნუ იქცევით, გამოსწორდით, ღვთის ნება აღასრულეთ“, – განაცხადა მამა ვახტანგ დავითაშვილმა.
ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდი“, ორგანიზატორები გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს “პრაიდის” ჩატარებაზე უარი უთხრა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები