დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ მინისტრის თანამდებობას ტოვებს

დავით სერგეენკო ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს – ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გააკეთებს.
ამასთან, როგორც სერგეენკომ განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას წინ კონსულტაციები უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, დავით სერგეენკომ სამუშაო კაბინეტი უკვე ერთი კვირაა, დაცალა.
დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით სერგეენკოს შემცვლელად ეკა ტიკარაძე სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები