თურქეთში საქართველოს კონსული სტამბოლში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ინფორმირებულია და სამართალდამცავებთან კომუნიკაციაშია

თურქეთში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები ინფორმირებული არიან სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ.
„თურქეთში საქართველოს კონსულს ადგილობრივ სამართალდამცველებთან კომუნიკაცია აქვს და მათგან ოფიციალური შეტყობინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე თ.პ.. არიან დაჭრილებიც. სხვა თურქული მედიასაშუალების ინფორმაციით კი დაღუპულია ორი ადამიანია, ერთი რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი – საქართველოსი. დაპირისპირების ადგილზე ნაპოვნია მაყუჩიანი იარაღი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები