ბუღალტერმა საკუთარი კომპანიის კუთვნილი 2 მილიონ ლარზე მეტი მიითვისა – ბრალდებული დაკავებულია (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ერთ–ერთ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ჰქონდა წვდომა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, ფინანსური ტრანზაქციები განახორციელა, თითქოსდა, ხდებოდა არსებული საგადასახადო ვალდებულებებისა და პარტნიორი კომპანიების დავალიანებების დაფარვა, რითაც ნიღბავდა კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების ფაქტებს. აღნიშნული გზით, ბრალდებულმა კომპანიის კუთვნილი 2 258 961 ლარი მიითვისა.უწ
ყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები