,,თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები: რა რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ამ ეტაპზე არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული

მოლაპარაკებების შინაარსიდან გამომდინარე, რა რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ამ ეტაპზე არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნინო ბოლქვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუნდს ჯერ არ უმსჯელია, ჩატარდება თუ არა დაგეგმილი ღონისძიებები.

„ჯერჯერობით ჩვენს გუნდს არ მოგვეცა შესაძლებლობა, შევკრებილიყავით და გვემსჯელა. ამას გავაკებთ უახლოეს მომავალში, დღეს ან ხვალ. მოლაპარაკებების შინაარსიდან გამომდინარე, რა რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ამ ეტაპზე არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ზოგადად, დაგეგმილია სამი ღონისძიება. პირველი ღონისძიება არის სპექტაკლი, ასევე კონფერენცია და ბოლოს ღირსების მარში, რომელიც ასრულებს კვირეულს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, არ გვიმსჯელია ამ საკითხებზე. ჯერჯერობით არც ერთი ღონისძიების გაუქმებაზე ან ჩატარებაზე გუნდში არ გვიმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, – აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები