გიორგი თაბაგარი: უნდა შევხვდეთ თანამოაზრეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც ჩართული იყო პროცესში და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

ლევან ვასაძემ რა ფორმირებებიც დააანონსა, ეს არის პირდაპირი საფრთხე, ჩვენ ვეღარ გავდივართ უკვე ქუჩაში, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება, „თბილისი პრაიდის“ ჩატარებაზე, მიღებული არ აქვთ. შეხვდებიან თანამოაზრეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ ფიზიკურად არ გვქონდა დრო, რომ შსს-თან შეხვედრის მერე რაც მოვისმინეთ, გაგვეაზრებინა. უნდა შევხვდეთ თანამოაზრეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც ჩართული იყო პროცესში და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ჩვენ ვხედავთ რისკებს და ამ რისკებს ხედავს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელიც დღეს რამდენიმე საათი გვესაუბრა. მე პირადად დავინახე სახელმწიფოს უსუსურობა ან პოლიტიკური ნების არქონა. ადამიანის სიცოცხლე არის ჩვენთვის ამომავალი წერტილი. ლევან ვასაძემ რა ფორმირებებიც დააანონსა, ეს არის პირდაპირი საფრთხე. ჩვენ ვეღარ გავდივართ უკვე ქუჩაში. ეს არ შეიძლება ნორმალური იყოს.

ჩვენ აქ ვცხოვრობთ, სამართლებრივ, შემდგარ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული და ჩვენი საბაზისო უსაფრთხოება სიცოცხლეზე არის კითხვის ნიშნის ქვეშ“,- განაცხადა თაბაგარმა.

„თბილისი პრაიდის” გამართვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლგბტ ორგანიზაციებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები