პროგრამა Social Imact Award-ის ფინალისტი გუნდები შეირჩა

პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ სულ 40-მდე აპლიკაცია  განიხილა და მათ შორის, ექვსი საუკეთესო პროექტი შეარჩია.

ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და მენტორების დახმარებით, რეალისტურ ბიზნესგეგმებს შეიმუშავებენ.

Social Impact Award ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში ერთობლივად მიმდინარეობს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად.
Social Impact Award უკვე მესამე წელია საქართველოში, Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით და საქართველოს ბანკისა და UNDP-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

2019 წლის ფინალისტი პროექტებია:
• TapText (TT-თითი)– პროდუქტის მეშვეობით უსინათლოები სრულიად დამოუკიდებლად შეძლებენ SMS, Email და ნებისმიერი სხვა სახის ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას და წაკითხვას.
• Plantcher- მოწყობილობა შეისწავლის ნიადაგის ძირითადად მონაცემებს (ტენიანობა, შემადგენლობა და ა.შ) და აკეთებს დასკვნას თუ რამდენად თავსებადია ესა თუ ის მცენარე მოცემულ ნიადაგთან.
• გემრიელი საწრუპი – ერთჯერადი, გარემოსთან მეგობრული საწრუპების ბრენდი, რიმელიც გამოყენების შემდეგ იჭმევა და არის პლასტმასის საწრუპების ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა.
• Basement.ge – ქართული ალტერნატიული მუსიკის პირველი ქართულ-ინგლისური ონლაინარქივი, რომელიც აერთიანებს საქართველოში მოღვაწე 300 შემსრულებელს 80-იანი წლებიდან დღემდე.
• VERBE – სოციალური საწარმო, რომელიც ტექსტილის ნარჩენებისგან ამზადებს დიზაინერულ ტანსაცმელს.
• კამელოტი – საზოგადოებრივი პლაtფორმა მოხალისეებისთვის.

Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. სამ იწლის განმავლობაში ვორქშოფები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,რომელსაც საერთო ჯამში 500-მდე სტუდენტი დაესწრო.

“Impact Hub Tbilisi პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელს პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე. წელს პროგრამის ფარგლებში 6 ფინალისტი გუნდი შეირჩა, ექვსივე მათგანი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს” – აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები