ლევან ვასაძე: პატივს ვცემთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გავაუქმებთ ქუჩების პატრულირებას

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ქუჩებში პატრულირება უქმდება. ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა და თანამოაზრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ვასაძის განცხადებით, ადამიანები რომლებიც ლგბტ პრაიდის ჩატარების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ლოცვას გაaგრძელებენ.

მისივე თქმით, ისინი ყურადღების მოდუნებას არ აპირებენ და ამ ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებიან და მათი მოტყუების შემთხვევაში შესაბამისად მოიქცევიან.

„დღეს შსს-მ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს ე.წ. პრაიდის აქციას და აუკრძალა ორგანიზატორებს მისი ჩატარება. მინდა, მოვუწონო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამისთვის და ვუთხრა – ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას. ამიტომ, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცემთ ამ უწყებას და გავაუქმებთ პატრულირებას ქუჩებისა, რომელიც უნდა დაწესებულიყო. არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შს მინისტრს. პატრულირებას ვაუქმებთ, მაგრამ მზად ვართ, ერთი ტელეფონის ღილაკის დაჭერით გავჩნდეთ იქ, თუ პირობა დაირღვევა და გარყვნილების ზეიმის მცდელობა იქნება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები