სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა

სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია  გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ოთხი წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები