დიმიტრი ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა დასაქმებულების და დამსაქმებელთა ინტერესებს პასუხობდეს

მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა დასაქმებულების და დამსაქმებელთა ინტერესებს პასუხობდეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა ღონისძიებაზე ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” პარლამენტის მიერ მიღებული ორგანული კანონის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატმა ღონისძიების მონაწილეებს კანონის ძირითადი პრინციპები გააცნო და იმ სამართლებრივ რეგულაციებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს. საკითხი შეეხებოდა როგორც შრომით უფლებებს, ასევე შრომით ურთიერთობებს, შრომის ინსპექციის საქმიანობას და კანონის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებს.

„კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად, „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი გარდაიქმნა ორგანულ კანონად. მისი მოქმედების არეალი შეუზღუდავია და იგი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და საჯარო სექტორზე ვრცელდება. კანონის მიხედვით ჩამოყალიბებულია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ინსიტიტუტი და კომპანიის სიდიდისა და რისკების ხარისხის შესაბამისად, განსაზღვრულია მათი მინიმალური რაოდენობაც. კანონი ხაზს უსვამს სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისიის როლს და მათთან კონსულტაციების შედეგად მიღებული სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავებას ახორციელებს”, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე შეფასებით, იურიდიულ და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები და დისკუსიები კანონის აღსრულების ზედამხეველობის პროცესში პარლამენტს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები