გია ვოლსკი:  რაც  უნდა პატრიოტიზმის  დროშა ააფრიალო,   კანონის გარეშე ქმედებები –  ეს არის საქართველოს  წინააღმდეგ მიმართული

„არსებობს კანონი,  კანონი  უნდა იყოს დაცული. არის კიდევ შეფასებები საერთო მდგომარეობისა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს“,  – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ  „ტვ იმედის“ ეთერში  ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხივის საპასუხოდ განაცხადა.

„მმართველი გუნდის პოზიცია ძალიან მკაფიოა – ხისტი დამოკიდებულება ყველაფრის წინააღმდეგ, რაც სახელმწიფოს სტაბილურობას დაემუქრება.  და კანონია მთავარი, რომელიც უნდა შესრულდეს.  კანონის გარეშე ქმედებები, რაც  უნდა დროშა ააფრიალო პატრიოტიზმისა და რაც   უნდა ისაუბრო გრძლად და გულისამაჩუყებლად, ეს არის საქართველოს  წინააღმდეგ მიმართული აქცია და დაპირისპირება, მით უმეტეს, სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, პოლიციელების მიმართ, თითოეულ პოლიციელზე არ ვლაპარაკობ, საერთოდ, ამ სისტემის მიმართ არის თემა, რომელსაც ერთადერთი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ეს არის დესტაბილიზაცია. რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიციას – არსებობს კანონი,  კანონი  უნდა იყოს დაცული. არის კიდევ შეფასებები საერთო მდგომარეობისა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – აცხადებს ვოლსკი.

მისივე თქმით,  საზოგადოების სხვადასხვა  ფენას შორის დაპირისპირება – ეს არის, რეალურად, ის მეთოდები, რომლებსაც იყენებენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ძალები, ამ შემთხვევაში – რუსეთის ფედერაცია.

„სიტყვა კონსპირაცია, სიტყვა ჩასაფრება,  სისუსტეების გამოყენება  საზოგადოების სხვადასხვა  ფენას შორის დაპირისპირება, ეს არის, რეალურად, ის მეთოდები, რომლებსაც იყენებენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ძალები, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია.  რასაკვირველია ამ ყველაფერს ფონზე რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, თუნდაც ევროკავშირის სისტემასთან დაახლოების სავაჭრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, თუნდაც  ის მძლავრი მხარდაჭერა, რაც საქართველოს აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, რასაკვირველია, ყველასთვის არ არის ეს მისაღები. და ვერ ვიტყოდი, რომ ლევან ვასაძის თემა ცალკე უნდა განვიხილოთ, იმიტომ, რომ უკვე დავახასიათე, რომ ის რასაც ის ამბობს და რაც უკვე ითქვა ვერის ბაღში, არის სახელმწიფოს წიანააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ მოწოდება, მაგრამ ფაქტია არსებობს მეორე მხარეც, საქართველოში ისტორიულად დამკვიდრებულია გარკვეული კონსენსუსი და ეს არ ეკუთვნის მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ან ქართულ ნაწილს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, საუკუნეები მოდიოდა ეს ტრადიცია და გარკვეული საუკეთესიო  მემკვიდრეობა ამისი ის არის, რაც ასულდგმულებს ჩვენს ქვეყანას დღემდე, ეს არის ტოლერანტობა ერთმანეთის მიმართ, ანგარიშის გაწევა. ნებისმიერი კონფესია – შეხედეთ რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, პოზიტიურად ვამბობ, ან შეხედეთ რა დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო რეიტინგები რა დამოკიდებულებას გამოხატავენ საქართველოს მიმართ, მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ყველაფერი და ამას აგრესიულად უპირისპირდება  თუნდაც მცირე იყოს, გარკვეული ჯგუფი, ამ შემთხვევაში ლგბტ პრაიდი. ნუთუ არ ესმით, რომ ერთი კვირის განმავლობაში აღლუმის ასე ფართომასშტაბიანი კონფერენციების ჩატარება და გამოხატვის თავისუფლებით მანიპულირება ამ საკითხზე მნიშვნელოვან წილად ქმნის დაძაბულობის ისეთ წინაპირობას, რომელიც კონსტიტუციურად არის გარანტირებული ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის“, – აცხადებს ვოლსკი.

კითხვაზე:  „თქვენ ფიქრობთ, ხელოვნურად იქმნება მათი მხრიდან პრობლემა?  პრემიერმაც თქვა დღეს, რომ სხვა საკითხები უფრო აწუხებს საზოგადოებასო. თქვენც ასე ფიქრობთ?“ –

ვოლსკი შემდეგნაირად პასუხობს:

„რაც  უნდა არაპოპულარული ვიყო გარკვეულ ჯგუფში ჩემი კომენტარით, მე ვფიქრობ, რომ უფლება არ აქვს პრემიერმინისტრს ან ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს, სხვანაირად იფიქროს. მე არ მიყვარს ეს სიტყვა „შეთქმულების თეორიის“ მომხრე ვარ თუ არა ვარ მომხრე, სტანდარტია. სახელმწიფოში უნდა იფიქრონ უარესობაზე, ვითარებაზე  და ამას ყველა ნიშანი აქვს. ყველა ნიშანი არის ჩვენ თვალწინ.
რაც   უნდა დიდი იყოს ეს საზოგადოება, მცირე თუ პატარა, ნახეთ, როგორ უნისონში ხდება ყველაფერი. სულ ახლახან იყო იმის ინტენსიური დაჯერების მცდელობა ჩვენი საზოგადოების, რომ, თითქოს, აშშ-ში დაგვტუქსეს, ამ დროს როგორი დიდი პროგრესია. ამავე დროს ერთ-ერთი დიდი ტელევიზია საკმაოდ მძლავრი ფორმატით მუდმივად ინტენსიურად გადმოსცემს ჯერ დედის გინება რომ არ იკმარეს, ახლა იმის მტკიცებას, რომ საქართველოში ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით უნდა დაემხოს. ეს სხვადასხვა ჯგუფებია ერთმანეთთან დაპირისპირებული შეიძლება, მაგრამ რატომ არ უნდა ვიფიქრო მე რომ ამ ჯგუფებს  ახლახან იყო აშშ-ის ექსპერტის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ყოფილი პოლიტიკური მრჩევლის კარპენტერის ანალიზი.
ვფიქრობ, სრულად ვეთანხმები და გაცილებით უფრო დიპლომატიურია, ვიდრე მე შემიძლია ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა. აქ დიდ ქვეყნებს, ევროპის ქვეყნებს  ემუქრება გარკვეული დესტაბილიზაცია, როცა ამას ვინმე სერიოზულად მოკიდებს ხელს.

პრემიერმინისტრთან არ მქონია ამაზე საუბარი, მაგრამ სრულიად ვეთანხმები, რასაც ამბობს. კიდევ რბილად ამბობს იმიტომ, რომ  მოწყვლადი ვახსენე, ჩვენი საზოგადოება ადვილად დასაზიანებელია, როდესაც დიდი მასები ერთვება, მით უმეტეს, ამ არაადეკვატური ძალების გამოყენებაა ის ყველაფერი, რასაც მოგვიწოდებენ. მეორე საკითხია საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რელიგიური ორგანიზაციები შეიძლება რომ  განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. ჩვენთვის ცნობილია მთავარი თემა, რასაც გვასწავლის ჩვენი ეკლესია და არა მარტო ჩვენი ეკლესია, არამედ ნებისმიერი კონფესია, რომ გონებით, სწავლებით, განათლებით უნდა მივაღწიოთ სიმშვიდეს, სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებას, წინაპირობა მხოლოდ ეს არის. აქედან გამომდინარე, ემოციური განცხადებების გაკეთება არცერთი მხრიდან   არის სწორი. მე არ მინდა, კონცენტრირება გავაკეთო მცირე ჯგუფზე, რომელმაც წამოიწყო ამ თემაზე სუბარი, მაგრამ როგორც ვხედავთ, საკმაოდ ძლიერი რესურსია მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდებისაგან. გინდა ნაციონალური მოძრაობა ავიღოთ, გინდა  ახალი ნაციონალური მოძრაობა, ვერ ვამბობ ევროპული საქართველო. ეს არის ურთიერთმკვებავი 2 მხარე.  რეალურად არის სახელმწიფო  მთავარი და სახელმწიფო არის ერთადერთი ექსკლუზიური უფლება, ვისაც აქვს. მე ტოლობის ნიშანს ვსვამ, თუ სხვანაირად ვაფასებ ამ ბალანსს, ეს ჩემი პირადი  განსხვავება იყოს, ჩემი მეორე კოლეგის პირადი შეხედულებისაგან ,მაგრამ პრინციპი, რაზეც ვილაპარაკე, არ იცვლება გარედან ვინც არ უნდა საუბრობდეს მე ვსაუბრობ, ექსპერტი, კარპენტერი თუ ნებისმიერი სხვა. ფაქტი ხომ ერთია? ფაქტი ხომ ერთია? ფაქტი არის  ჩვენ თვალწინ იშლება სურათი, როდესაც ადამიანების ჯგუფები ერთმანეთთან ვითომცდა დაპირისპირების გათამაშებით სახელმწიფოს სტაბილურობას უქმნიან საფრთხეს და აქედან გამომდინარეობს ჩემი მოწოდებაც ყველასადმი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები იქნებიან, თუ ცალკეული პირები. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი სწორად აფასებს ვითარებას და არავინ ჩემს პირად განცხადებებს არ ჩამომართმევს იმად, რომ ან იქით ან აქით ვიხრები. მაგრამ ფაქტია ერთი. არსებობს საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიცია, კონსენსუსი, ზნეობის გარკვეული კრიტერიუმები, რომელმაც დღემდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა და ეს არ არის ეს არ არის სადღეგრძელო, ეს კონკრეტულად ეხება ეროვნულ უსაფრთხოების თემას და ამასთან დაკავშირებით, აი ამ პრინციპების მიმართ, ამ კონსენსუსის მიმართ ასეთი აგრესიული დაპირისპირება პოლიტიკური პარტიების ჩართულობით და მეორე მხრივ კიდევ ამის მიმართ საკმაოდ ისეთი ანტისახელმწიფოებრივი კანონის საწინააღმდეგო მოწოდებების გაკეთება და პირდაპირი მოწოდება იმისაკენ, რომ ვინ არის ერთმანეთზე უფრო მეტი ან ნაკლები საფრთხის შემცველი, ამაზე ვისუბროთ და განცხადება იყო შსს-სი და ყველა პოლიციელმა ვინც უსმენს თავისი დაწესებულების განცხადებას, თუნდაც ამ ჩემს საუბარს თქვენთან, ყველამ უნდა გააანალიზოს, რომ სწორ პოზიციაზე დგანან, ჩვენი პოლიციელები სწორ პოზიციაზე იდგნენ, დგანან და, მე მგონი, გაცილებით უფრო კარგად ესმით შექმნილი ვითარება, ვიდრე ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ საზოგადოება ვერაფერს ვერ ხედავს. ხომ თითქოს განყენებული თემაა, არასწორი ინფორმაცია, დეზინფორმაცია მოდის, რომ თითქოს მოლდოვაში დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს  და არის ერთი ამ თემაზე ატეხილი პროპაგანდისტული მიმართულება. მოლდოვაში რთულად არის საქმე. ჩვენ პრემიერმინისტრს რასაკვირველია მხარს დავუჭერთ და თანამშრომლობა იქნება, მაგრამ იქ სერიოზული პოზიციები მოიპოვეს პრორუსულმა ძალებმა. და რე კონკრეტული ტელევიზია,. კონკრეტული პარტიის რუპორი გვეუბნება, რომ იქ მოხდა გადატრიალება და საქართველოშიც უნდა დაემხოს ხელისუფლება, ესეც თემაა. კიდევ ჩამოვაყალიბოთ, რაღაც პროცესებზე ვისაუბროთ, რომელიც მსოფლიო0ში მიმდინარეობს და ნახავთ, რომ საქართველოში არაფერი, რაც   უნდა ლოკალური იყოს ეს საკითხი, არ უნდა გამოვრიცხოთ და არ უნდა გავიტანოთ იმ ფორმატის გარეთ, რასაც ჰქვია ჩვენი სახელმწიფო ზრუნვა ეროვნულ უსაფრთხოებაზ“, -აცხადებს  გია ვოლსკი.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობს ვოლსკი დეპუტატ ემზარ კვიციანის ბოლოდროინდელ განცხადებებზე.

„ვუსმინე ამ განცხადებას. ძალიან რთულია, საერთოდ, ხელისუფლებაში ყოფნა, გაცილებით ადვილია, როცა პასუხისმგებლობა ნაკლები გაქვს შენს მოქმედებებსა  და განცხადებებში. ემზარ კვიაციანს ვიცნობ, თავის დროზე საკმაოდ ვაჟკაცურად იდგა თავის გუნდთან ერთად საქართველოს ინტერესების დასაცავად და იმედი მაქვს, რომ ემზარ კვიაციანი, ნებისმიერი ადამიანი პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ, სწორად შეაფასებს ვითარებას“, – აღნიშნა  ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები