გურჯაანში მამამ სავარაუდოდ, სხვა მამაკაცთან კავშირის გამო ორსული შვილი სცემა – ქალს ნაყოფი მოსცილდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 32 წლის ორსულ ქალზე მამამ ფიზიკურად იძალადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი დაოჯახებულია, თუმცა შვილს სხვა მამაკაცისგან ელოდებოდა.
სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული გახდა მამის გაღიზიანების მიზეზი, რომელმაც შვილი სცემა. ნაცემი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მამის მიმართ გაცემულია შემაკავებელი ორდერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები