რუსთავის ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო

0

რუსთავის პარკის ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. როგორც ცნობილია, ბავშვმა ტბაში შეცურა, მაგრამ უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილს ტყუპისცალი დარჩა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი