ვეტერანთა კოალიცია: არ შევეგუებით აღვირახსნილი სოდომისტების არასახელმწიფოებრივ ქმედებებს

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია თბილისში დაგეგმილი, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამოდის და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა კოალიცია სავსებით ვიზიარებთ ერის სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის შეშფოთებას (წმინდა სინოდთან ერთად) და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას.
აგრესიული, სოდომ-გომორული მცირერიცხოვანი ჯგუფების, მათი მხარდამჭერი ანტისახელმწიფოებრივი, მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების, უცხოური, ჭუჭყიანი ფულით დაფინანსებული, ე.წ. არასამთავრობოების მცდელობას, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ჩატაარონ ერის სიწმინდისა და ტრადიციების, ზნეობის საწინააღმდეგო ე.წ. პრაიდები და აღლუმები.
ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი იდენტობის საწინააღმდეგო, უზნეო, აღვირახსნილი სოდომისტების პროპაგანდისტულ, არასახელმწიფოებრივ ქმედებებს
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას უარი უთხრან ყოველგვარი უზნეობის ჯგუფურად გამოხატვას ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვის საფარქვეშ და ნუ იქნებიან ერის სიწმინდის, ტრადიციების, დედა ეკლესიის მოწინააღმდეგენი. ამას არ ექნება კარგი გაგრძელება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ვეტერანთა 20 ორგანიზაცია, მათ შორის საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“, „გენერალთა კლუბი“, „აფხაზეთის ვეტერანთა კავშირი“, „მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა კავშირი“, „ვეტერან-ივნალიდთა კავშირი“, „ჩერნობილელთა კავშირი“ და „მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის საქართველოს კავშირი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები