ეკოლოგი ორანჟერეაზე: თბილისის კლიმატისთვის შესაბამისი მწვანე ნარგავები რაც შეიძლება მეტად უნდა გამოიყენონ

ეკოლოგი ბიძინა გიორგობიანი დიღმის ტყე პარკის მიმდებარედ  ავტოსალონის ნაცვლად  ორანჟერეის მოწყობას დადებითად აფასებს.
ორანჟერეის პროექტი ეკოლოგმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა.
მისი თქმით, პროექტიდან იკვეთება, რომ ორანჟერეა არსებულ ლანდშაფტს ორგანულად შეერწყმება.
„რამდენადაც ამ საკითხს გავეცანი, ორანჟერეა შენდება დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, სადაც დღეს არის „კია მოტორსის“ სახელოსნოები.
სახელოსნოების უკან, მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობას მოკლებული ადგილია. ის ეკუთვნის დიღმის ტყე-პარკს, მაგრამ არ არის ისეთი სიტუაცია, როგორიც უნდა იყოს სარეკრეაციო ზონაში. თუ „კია მოტორსის“ ადგილას აშენდება ორანჟერეა, რომელიც ღია იქნება მოსახლეობისთვის, იქაური მაცხოვრებლებისთვის, ყველასთვის, ვინც დიღმის ტყე-პარკში სეირნობს, ეს, ჩემი შეფასებით, ძალიან კარგი იქნება.
გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი ფაქტორი – რაც შეიძლება მეტად გამოვიყენოთ თბილისის კლიმატისთვის შესაბამისი მწვანე ნარგავები. შიდა სივრცეებში შესაძლებელია, გამოყენებული იქნას სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარე, მაგრამ თბილისის კლიმატში ტროპიკული ტყეებისთვის დამახასიათებელი ნარგავების გაშენება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან მისი მოვლა- შენახვა, ადაპტაცია ადგილზე, გახარება ისე, რომ ათწლეულების მანძილზე იცხოვროს, ძალიან ძნელია. ამიტომ მშენებლობისას თუ გაითვალისწინებენ იმას, რომ ორანჟერეის გარეთ გამოყენებული იყოს აქაური, თბილსიის კლიმატს შეგუებული მცენარეები, ძალიან კარგი იქნება.
დიღმის ტყე-პარკმა ბევრი პრობლემა გადაიარა. დრო და დრო გარს უვლიდნენ და უნდოდათ, რაღაც ტერიტორია გამოეგლიჯათ, მაგრამ გადარჩა. ეს პროექტი არანაირად   აზიანებს მას, როგორც ვიცი პარკს არ აკლდება რაიმე ტერიტორია.
ასევე, მნიშვნელოვანია, ორანჟერეის მიმდებარედ შენარჩუდეს დიღმის ტყე-პარკის პირველყოფილი იერსახე. ორანჟერეასა და დიღმის ტყე-პარკს შორის არსებულ ზონაში უნდა იყოს რაღაც გარდამავალი სივრცე ადგილობრივი ჯიშების გამოყენებით. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ორანჟერეა არის რაღაც ბრჭყვიალა ეგზოტიკური ხეებით შემკული შუშის შენობა, ეზოში არის რაღაც ისეთი ხეები ჩამოტანილი, რომელიც აქაურობისთვის დამახასიათებელი არაა. ეს ძალიან ხელოვნური იქნება“, – განაცხადა ეკოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად, “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ეს ცენტრი სწორედ ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე   მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9-ის” საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი – მამუკა ჩხაიძეა.

მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენასა  და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები