ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს

საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ,,პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე“ საპენსიო რეფორმასა და მის უპირატესობებზე იმსჯელეს.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიება, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, ახალგაზრდებისთვის საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ საკითხებზე მუშაობის კარგი შესაძლებლობაა.
პროექტში 200-მდე სტუდენტია ჩართული. სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ისინი სხვადასხვა თემას განიხილავენ, მათ შორის არის საქართველოში ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო სქემა. ღონისძიებას საპენსიო სააგენტოს დირექტორი დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა.


ლევან სურგულაძემ ახალგაზრდების სამიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სტუდენტების მოსაზრებების გათვალისწინება საკმაოდ მნიშვნელოვანია.
,,დღეს გახლდით სასიამოვნოდ განცვიფრებული, დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა ეხებოდა იმ უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ რეფორმას, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ამ რეფორმის მიზნები სწორად იყო გააზრებული და ჩამოყალიბებული. ორი უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი: პირველი არის ის, რომ მოსახლეობას საპენსიო ასაკში უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება და მეორე არის საქართველოში საინვესტიციო კაპიტალის ბაზრის გაჩენა, რომელიც გამოიწვევს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საინვესტიციო ინსტრუმენტების შექმნასა და ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას მინიმუმ 3, 4 პროცენტით. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, შემოსავლების ზრდასა და საერთ”, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.
პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე, რომელიც სასტუმრო „კრუიზში“ გაიმართა, გამომსვლელებმა პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავეს, სადაც მათი რეკომენდაციებია ასახული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები