სასწრაფოდ: რამდენიმე წუთის წინ ქურდიანის ქუჩაზე ავტომანქანას ხე დაეცა (ფოტოკოლაჟი)

 ძლიერმა ქარმა ქურდიანის ქუჩის 15 ნომერში ხე მოგლიჯა, რომელიც “ოპელის” მარკის ავტომობილს დაეცა. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მძღოლს და მგზავრებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა ისინი საავადმყოფოში  მაინც გადაიყვანეს.  თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანაში მძღოლის გარდა, ორი მგზავრი იმყოფებოდა. ავტომობილი, რომელსაც ხე დაეცა, დაზიანდა. ამ წუთებში სამაშველო  სამსახურის თანამშრომლები გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ. ქურდიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

10425792_758827517473077_603170869_n

10439676_758827407473088_1933900116_n

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები