“სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან სურვილს გამოთქვამს, ისწავლოს საქართველოს უნივერსიტეტებში”

“სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან სურვილს გამოთქვამს, ისწავლოს საქართველოს უნივერსიტეტებში”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბატიაშვილმა განმარტა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გატანილი იყო დადგენილება, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებას გულისხმობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველანაირად ხელი შევუწყოთ. შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან სურვილს გამოთქვამს, ისწავლოს საქართველოს უნივერსიტეტებში. კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტებში, ეს უკვე შემდგომი ეტაპის ნაწილია“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები