ცქიტიშვილი ვასაძის განცხადებაზე: ნებისმიერი ასეთი სახის განცხადება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

“მცდელობა, რომ სახელმწიფოს როლი რაიმე სახით შეითავსოს, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს პოტენციურად”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.
„ნებისმიერი ასეთი სახის განცხადება, მონაწილეობა უშუალოდ ასეთ პროცესში, მათ შორის მცდელობა, რომ სახელმწიფოს როლი რაიმე სახით შეითავსოს, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს პოტენციურად, რაზეც შსს-ს უკვე აქვს დაწყებული გამოძიება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ  ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.
ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები