საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცეს.
„საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა წელს პირველად ანაზღაურებადი იყო. საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 4 დეკემბრიდან – 2019 წლის 4 ივნისის ჩათვლით, სტაჟიორებმა ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარეს. მათგან დადებითად შეფასებულ 22 სტაჟიორს სერტიფიკატები გადაეცა. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სტაჟიორები, უახლოეს მომავალში, საგამოძიებო სამსახურში დასაქმდებიან.
სტაჟიორებმა თეორიული სწავლება, პირველი სამი თვის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო, პრაქტიკული ნაწილი საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის და რეგიონულ ქვედანაყოფებში გაიარეს. სტაჟირების პერიოდში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას, დაუფლებოდნენ პროფესიულ ჩვევებს. შეეძინათ პრაქტიკული და საჯარო მოხელისთვის საჭირო გამოცდილება“,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
ცნობისთვის, საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა უკვე წლებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები