ყოფილ სტიუარდესას, რომელიც 54 წლის საწოლმიჯაჭვულ შვილს უვლის, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

“81 წლის ლიანა ხითარიშვილი 20 წელზე მეტია, რაც შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის! ის ფაქტი, რომ გიო დღეს ცოცხალია, სწორედ რომ დედის დამსახურებაა! მიუხედავად იმისა, რომ თავად ხშირად ავადმყოფობს, ქალბატონი ლიანა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ შვილს სათანადო პირობები შეუქმნას, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა”, – აცხადებენ “ჩენოვეცკის” ფონდში”

ცოტა ხნის წინ, ლიანა ხითარიშვილმა ინფარქტი გადაიტანა, რამაც კიდევ უფრო გაართულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამჟამად მას აწუხებს: სტენოკარდია, ჰიპერტენზია, მაღალი წნევა… “ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენელი ლიანას ხითარიშვილს ესაუბრა:

– ქალბატონო ლიანა, რა პროფესიით ბრძანდებით?

ლიანა ხითარიშვილი: 24 წელი სტიუარდესა ვიყავი. 60-იანი წლების დასაწყისში გავიარე სპეციალური კურსები და დავიწყე მუშაობა.

-ეს თქვენი ოცნება იყო?

ლიანა ხითარიშვილი: დიახ. მაშინ 22 წლის ვიყავი, როდესაც შემოთავაზება მივიღე, სიხარულისგან დავფრინავდი. მთელი ჩემი სიცოცხლე სწორედ ამ  შესანიშნავ პროფესიას მივუძღვენი.

-თქვენი პირადი ცხოვრება არ აეწყო, არა?

ლიანა ხითარიშვილი: ქმარს გავშორდი, როდესაც ჩვენი შვილი 3 წლის იყო. მას შემდეგ იგი არ მინახავს, არ მონაწილეობდა ბიჭის აღზრდაში. გიოც ჩემს პროფესიას გაყვა და სტიუარდი გახდა.

-რა დაემართა, რატომ არის საწოლს მიჯაჭვული?

ლიანა ხითარიშვილი: აფხაზეთში ომის დროს სოხუმის რეისებს ემსახურებოდა, რომლებსაც დაჭრილი მეომრები ჩამოყავდა თბილისში. მასზე ძალიან იმოქმედა ომის საშინელებამ და ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.

 – მკურნალობდით?

ლიანა ხითარიშვილი: გავყიდე ბინა და აღებული თანხა შვილის მკურნალობას მოვახმარე. ახლა ვცხოვრობთ ნათესავის ბინაში, რომელიც მან უსასყიდლოთ დაგვითმო დროებით სარგებლობაში.

 -როგორია გიოს მდგომარეობა ამ ეტაპზე?

ლიანა ხითარიშვილი: იგი 54 წლისაა და მისი მდგომარეობა მძიმეა საკმაოდ. გიო საწოლს არის მიჯაჭვული. 2010 წელს ტვინის ინსულტი გადაიტანა. მაშინ მთავრობამ დააფინანსა მისი თურქეთში მკურნალობა, აგრეთვე სარეაბილიტაციო კურსიც.

 -თავად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამ ეტაპზე?

ლიანა ხითარიშვილი: მე ჩემს თავზე არც კი ვფიქრობ. მადარდებს ჩემი შვილის მომავალი და ძალიან განვიცდი.

 -რა გესაჭიროებათ ამჟამად ყველაზე მეტად?

ლიანა ხითარიშვილი: მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები. პენსია და მიზერული სოციალური შემწეობა – აი ეს არის ჩვენი შემოსავალი. ძალიან მჭირდება დახმარება. გთხოვთ არ დაგვტოვოთ მარტო!

“მეგობრებო, ლიანა ხითარიშვილს და მის ვაჟს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლიანა ხითარიშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის  საიტიდანაც“,- აცხადებენ ფონდში.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები