პრემიერი: დავით სერგეენკო იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი

„დავით სერგეენკო იყო არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„მოდი მოვლენებს წინ არ გავუსწორთ, გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება ჩვენ განავცხადეთ რომ არის ჩვენი პრიორიტეტი. დავით სერგეენკო იყო არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრეთ თქვენ იქნებით პირველი, ქართული მედია, ვინც ამას გაიგებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია რომ დღეს თანამდებობას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დატოვებდა. დასახელდა მისი სავარაუდო შემცვლელიც საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე. დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2012 წელს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები