მამუკა ბახტაძე პრემიერის თანამდებობიდან მის შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

​საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან შესაძლოა, პოსტი დატოვოს.
ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
“​ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ყოველ კვირას ვგებულობდი მსგავს ინფორმაციას, ეს ყველაფერი არის არასერიოზული. მე მაქვს სამთავრობო პროგრამა წარდგენილი და სამთავრობო გუნდთან ერთად მას ვახორციელებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვარ ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. ასეთი ჭორები კი 2 წელია, მესმის და მომავალშიც გაგრძელდება”, – აღნიშნა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები