აღმოჩნდა თუ არა ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების გადაჭარბებული ნორმა – სურსათის ეროვნული სააგენტო კვლევის შედეგებს ასაჯაროებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების კვლევა ჩაატარა.
მათი ცნობით, გამოკვლეული 21 ნიმუშიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთში გამოვლინდა.
„დედაქალაქსა და რეგიონებში სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია ყველაზე ხშირად მოხმარებადი ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა. შემოწმდა მარწყვი, ვაშლი, ბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი და ნიორი. გამოკვლეული 21 ნიმუშიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების კვლევას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მაისიდან ატარებს“, – აცხადებენ სეს-ში.
მათივე ცნობით, მაისისა და ივნისის მონაცემებით, საქართველოს სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები