ბექა ნაცვლიშვილი: დავით სერგეენკო „კლანურ“ დაპირისპირებაში დამარცხდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი  ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების საკითხს გამოეხმაურა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს „კლანურ“ დაპირისპირებას, სადაც მინისტრი დამარცხადა.
„დავით სერგეენკოს პოსტიდან შესაძლო წასვლა, უფრო “კლანური” დაპირისპირების შედეგია იქედან გამომდინარე, რომ მას მართლაც ჰქონდა შედარებით მაღალი რეიტინგი, ვიდრე – სხვა პოლიტიკოსებს. ამიტომ ცოტა გასაკვირია მისი გადაყენება“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, დავით სერგეენკოს საქმიანობის შეფასება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამომდინარე თავიდან დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა, მისივე თქმით, ამის შემდეგ ცალსახაა, რომ სოციალურმა და ჯანდაცვის პოლიტიკამ ვერ გაამართალა, რადგან საყოველთაოდან ქვეყანა ისევ მიზნობრივ ჯანდაცვაზე გადავიდა.
“მგონი, მისი გადაყენება პოლიტიკის საფუძველზე არ არის. ეს არის უფრო “კლანური” დაპირისპირება, რა დროსაც დავით სერგეენკო დამარცხდა. რადგან ჩვენს მთავრობას მაღალი სტანდარტები არ აქვს პოლიტიკის შეფასებისა, განსაკუთრებით სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკისა, ამიტომ პოლიტიკის გამო მას არავინ გადააყენებდა”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო თანამდებობას დღეს დატოვებს. დავით სერგეენკომ „რუსთავი 2-თან“ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნული არც უარყო და არც დაადასტურა. სერგეენკო ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები პრემიერის პრეროგატოვაა და მას ამის გაცხადების შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები