ცრუ ჩვენებისთვის გასამართლებული დ.ღ.-ს ადვოკატმა პროკურორების წინააღმდეგ უწყებას მიმართა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული დ.ღ უფლებადამცველი ძირი საქმის პროკურორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.
ფრიდონ სიხუაშვილმა შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა და მან განაცხადა, რომ თბილისისა და გენერალური პროკურატურის პროკურორებმა – ზვიად ფხაკაძემ და იმედა გუგუშვილმა არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენება დაამახინჯეს და დამალეს, რის გამოც დანაშაულის დაფარვისთვის დ.ღ უკანონო პატიმრობა შეეფარდა. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურამ საქმის მთავარი პროკურორების მიმართ სამართლებრივ რეაგირებას არ მოახდენს, ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს გამართავენ.
მსჯავრდებულ დ.ღ.-ს მამის, კახა ღლონტის თქმით, ისინი 10 დღეში დაიწყებენ აქციებს, თუ პროკურატურისგან რეაგირება არ იქნება.
2019 წლის 22 მაისს “ხორავას ქუჩის საქმეზე” ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ-ს განაჩენი გამოუტანეს. მას თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და, საბოლოოდ, თავისუფლების ორი წლითა და სამი თვით აღკვეთა შეეფარდა.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა; მეორე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები