ევროკავშირმა შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანას უვიზო რეჟიმი გაუუქმოს

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის საგრძნობლად გაზრდის გამო, მკაცრი ზომების მიღებას აპირებს. ამის შესახებ ევროკომისარმა – დიმიტრის ავრამოპოლუსმა განაცხადა.
“იმ შემთხვევაში, თუ პროცესი გაგრძელდება, ევროკავშირმა შესაძლოა, ცალკეულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს”, – აღნიშნული განცხადება ევროკავშირის შინაგან საქმეთა და მიგრაცის კომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა გააკეთა.
მისი თქმით, გამარტივებული სავიზო რეჟიმით, შესაძლოა, ვეღარ ისარგებლონ დასავლეთ ბალკანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა.
ევროკომისარმა უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების ხელმძღვანელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ამ პრივილეგიის დაცვა მათი პასუხისმგებლობაა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მხრიდან სწორი ნაბიჯების შემთხვევაში, მსგავსი უკიდურესი ზომებისთვის თავის არიდება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები