წნორში ხანძარი გაჩნდა – არსებული ინფორმაციით, ტონობით მარცვლეული განადგურდა

ქალაქ წნორში სასაწყობე მეურნეობაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზაცია მოახერხეს, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, განადგურდა 30 ტონამდე მარცვლეული.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები