ფოთში ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ფოთში, ტაეკვანდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე, ერთმანეთს ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მომხდართან დაკავშირებით სამი მწვრთნელი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მომხდარში ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტს, სულხან ბაბუაძეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მომხდარი სწორედ ბაბუაძისა და მისი მომხრეების პროვოკაციის შედეგია. მწვრთნელების ნაწილის თქმით,7 წელია, საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნულ ფედერაციას სულხან ბაბუაძე მართავს და მისი მუშაობით უკმაყოფილო არიან.

„წამოვიდნენ პროვოკაციაზე, ადამიანები ვართ, ხომ? შეხლა-შემოხლა მოხდა. იმ წუთას რა მოხდა, არ ვიცი. ფედერაციის პრეზიდენტი არის 7 წელია, 7 წლის განმავლობაში, ამ ტაეკვანდოში არაფერი გაკეთებულა. ეს ხალხი ყველა განაწყენებულია, პირადულად კი არა, იმის გამო, რომ ფედერაციაში არაფერი გაკეთებულა“, – ამბობს იმერეთის ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტი რომეო გურეშიძე.

ეროვნული ფედერაციის იურისტი ტარიელ კიკნაძე კი აცხადებს, რომ სულხან ბაბუაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის ნაცემია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები