ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს”,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა.
“დღეს მრავალი პრობლემის წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე ვართ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვო სულიწმინდა? თავმდაბლობით, მორჩილებით, კეთილი საქმეებით და აი, ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე… ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი, ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ.
ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს. ნათქვამია, საქართველო გაბრწყინდებაო უკანასკნელ ჟამს და ინებოს უფალმა, მადლი ღვთისა და ძალი მადლისა მოვიდეს ჩვენზედა” ,- ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ დღეს აბიტურიენტები დალოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები