შსს დაგეგმილ აქციებზე: პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე დღეებში დაგეგმილი აქციებისას, პოლიცია თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს. ამასთან, უწყება მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.
“პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში”, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები