ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ტექნიკური უნივერსიტეტის, სატყეო მიმართულების სტუდენტებს შეხვდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატყეო მიმართულების სტუდენტებს შეხვდა და მათ სატყეო სექტორის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების არსებობა. მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანა შესაბამისი კვალიფიკაციის მეტყევე სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. ამიტომ, სააგენტოს ინიციატივით, წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებას სატყეო სააგენტოში გაივლიან, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაბამის რეგიონულ სატყეო სამსახურებში დასაქმდებიან. სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებში უკვე დასაქმდა 15 მეტყევე – ტაქსატორი, რომლებიც სააგენტოს სპეციალისტებმა გადაამზადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები