ივანე მაჭავარიანი: საქართაველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება

ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების შესაბამისად იწყება ახალი ეტაპი პროფესიული განათლების, ენერგეტიკის სექტორის განვითარებისა და ენერგოეფექტურობის ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების ღონისძიებაზე.

სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა გერმანიასა და საქართველოს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავარობას გაწეული თანადგომისთვის.

„ფასდაუდებელია მხარდაჭერა, რომელიც რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და სხვა გერმანული ორგანიზაციების მიერ ხორციელდება. 27- წლიანი ურთიერთობების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. 1992 წლიდან გერმანიის მიერ საქართველოს საჯარო სექტორის განვითარებისათვის გამოყოფილია 1 მილიარდ ევროზე მეტი დაფინანსება გრანტების, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით, ” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოსდაცვისა და სხვა სტრატეგიულ სფეროებში.

„განხორციელებული წარმატებული პროექტები მტკიცე საფუძველს ქმნის სამომავლო თანამშრომლობისათვის. ჩვენს ურთიერთობას საფუძვლად უდევს რწმენა, რომ გერმანიისთვის მნიშვნელოვანია განვითარებული საქართველო, ხოლო ჩვენთვის ფასდაუდებელია ასეთი ძლიერი ქვეყნის თანადგომა. ეს გვაძლევს ძალას, რომ მტკიცედ მივდიოთ ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზას დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოსაკენ,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
15 ივნისს, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს ფინანსურ ხელშეკრულებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები