თამარ ჩუგოშვილმა აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე ჟურნალ „დიპლომატის” მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა

აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობბებზე ჟურნალ ,,დიპლომატის” მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე დიპლომატიური ურთიერთობებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და პანელის სხვა მონაწილეები აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკასა და პერსპექტივებზე ესაუბრნენ.

თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც ამავე დროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია, თქვა, რომ ორწელიწადნახევრის განმავლობაში საკმაოდ კარგი და ინტენსიური კომუნიკაცია დამყარდა ამერიკელ კოლეგებთან კონგრესში.

მან ისაუბრა, თუ როგორ ვითრდება ეს ურთიერთობები და რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს.

საუბრები ძირითადად შეეხება საქართველოს მხარდამჭერ აქტს, ტერტორიულ მთლიანობას, თანამშრომლობას დემოკრატიის განვითარების საკითხებში, ეკონომიკის განვითრების საკითხებში და სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ მოლოდინებზე, რასაც ქართული მხარე ამ ორმხრივი ურთიერთობიდან მოელის.

„ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვექცევით ჩენი ამერიკელი კოლეგების გზავნილებს და გვიხარია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა უწყვეტად და ძლიერად გვაქვს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვერდრაზე.

მან დისკუსიის ფარგლებში ასევე უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს.

დიპლომატიური დისკუსიების სერიის დღვანდელ სესიაში, რომელიც მთლიანად აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებს დაეთმო, ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, USAID-ის რეგიონალური ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი გვარამ ხანდამიშვილი და სენატორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი კლარკ პლექსიკო.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ჟურნალ „პარლამენტის” აშშ-საქრთველოს ურთიერთობების თემაზე გამოცემული ნომრის პრეზენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები