პრეზიდენტი: აბასთუმანი ძალიან მალე სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურისტული ცენტრი იქნება

0

საქართველოს პრეზიდენტი აბასთუმანს ეწვია და სამცხე – ჯავახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეზიდენტს არსებული ვითარებისა და იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს .

პრეზიდენტი დაინტერესდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და პროფესიული გადამზადების ცენტრების მშენებლობის საკითხებით და აღნიშნა, რომ ადგილობრივი კადრების გადამზადება  რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სალომე ზურაბიშვილმა ასევე მოისმინა ინფორმაცია რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რეგიონებში მისი რეგიონებში ვიზიტები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ადგილზე ვითარების გაცნობას ემსახურება.

,,მინდა, ჩემი წარმოდგენა მქონდეს, რა პრობლემები რჩება და რა ვითარდება. აქ ნათელია, რომ მიმდინარეობს სერიოზული ინფრასტრუქტურული განვითარება. ეს რეგიონი ძალიან მალე სერიოზული სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურისტული ცენტრი იქნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ახალი თანამედროვე სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა, რომელიც “ქართუ ჯგუფის“ მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით აშენდა. ცენტრი ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებთან ერთად, ფილტვების სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებსაც მოემსახურება.

,,ეს ძალიან თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრია. მიმაჩნია, რომ ბალნეოთერაპიისა და სამედიცინო მიმართულებები ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდი პოტენციალი მომცემია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ცენტრის დირექტორმა განაცხადა, ასეთი მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრი ახალი სიტყვაა ქართულ მედიცინაში. თანამედროვე აღჭურვილობის ცენტრი 100 პაციენტზეა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი