„თბილისი პრაიდი“: ლევან ვასაძის მუქარა რეალური საფრთხის შემცველია, შსს-მ ამაზე სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება

„ლევან ვასაძე უკვე მეორედ იმუქრება მართლწესრიგის დარღვევით, ადამიანებზე და პოლიციელებზე ძალადობით და გადატრიალებით”,- ამის შესახებ განცხადებას „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები “ფეისბუქის” პირად გვერდზე, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ვიდეომიმართვის საპასუხოდ ავრცელებენ და შს სამინისტროს მოუწოდებენ, რეალური საფრთხის შემცველ მუქარაზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება.
“ამჯერად, გუშინდელი მოვლენების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეული სულ რამდენიმე დღეში იწყება, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მუქარა არის რეალური საფრთხის შემცველი და შსს-მ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ შემთხვევაზე გამოძიება. ასევე, მოვუწოდებთ სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააკეთონ შეფასება, შეიცავს თუ არა მოცემული განცხადება დანაშაულის ნიშნებს“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ​ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმაზე ხვალ „ვერის ბაღში“ ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები