ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 10 სალოტბარო სკოლა კონცერტს გამართავს

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, 17 ივნისს, კონცერტს წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ოზურგეთის, სამტრედიის, გორის, თელავისა და ქობულეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 10 სალოტბარო სკოლა გამართავს, რომელშიც მონაწილეობას 160 ბავშვი მიიღებს.
სალოტბარო სკოლები რეგიონებში 2015 წლიდან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით დაარსდა, სადაც დღესდღეობით 800 ბავშვი 21 მუნიციპალიტეტში ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას უფასოდ ეუფლება.
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მხარდაჭერით, კიდევ 7 სალოტბარო სკოლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაარსებაა დაგეგმილი. ფესტივალის “მრავალჟამიერ” ფარგლებში, სალოტბარო სკოლების ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიები “ბორჯომი” და “ევროპროდუქტი” არიან. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში რიგით მეორე ფესტივალი – “მრავალჟამიერ” 14 ივნისს გაიხსნა, რომელშიც ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობს. წელს ღონისძიებაში ჩართულია, საქართველოს მასშტაბით, 24 საბავშვო საგუნდო კოლექტივი. აღსანიშნავია, რომ ფესტივალში – ,,მრავალჟამიერ“ პირველად მიიღებენ მონაწილეობას რეგიონებში მცხოვრები ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები